ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან

0
115

„ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში – ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე ოცი წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება. წელს ენერგეტიკოსთა დღეგარდაბანი თბოსადგური – 2″ -ის ტერიტორიაზეგაიმართა. ენერგეტიკოსთა დღეს დარგისწარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიულდღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა  როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ ქვეყნის განვითარების და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და ეპოქაში ვიმყოფებით, საქართველოს ახალი ისტორიაც ასე იწყებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნის განვითარება დაუკავშირა ტექნოლოგიების შემოტანას და მათ შორის, პირველი ელექტროსადგური სწორედ მისი ინიციატივით აშენდა თბილისში. ენერგეტიკისწარმატებული განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.

ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალ ერაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებასა და ტექნოლოგიებზე და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აქტუალური რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის წარმოების და მთლიანად სექტორის განვითარება.ვფიქრობთ, რომ ბოლო ათწლეული იყო ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული.

ჩვენ არაერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ. ეს უკავშირდება როგორც მდგრად, განახლებად ენერგეტიკულ პროექტებს, ისე ისეთ თანამედროვე პროექტს, როგორიც გარდაბნის თბოელექტროსადგურია. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ – თქვენთან ერთად, თქვენი პროფესიონალიზმის გარეშე ჩვენს გეგმებზე ლაპარაკი ზედმეტია,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგში მიმდინარე და დაგეგმუილ ღონისძიებებსა და პროექტებზე პრეზენტაცია გააკეთა მინისტრის მოადგილემ რომეო მიქუტაძემ ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სურათი, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და მთლიანად ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგია გააცნო.

ტრადიციულად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ღვაწლმოსილი და ვეტერანი ენერგეტიკოსების დაჯილდოება იყო – მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.