უკრაინას რუსეთისგან 300 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურს

0
164

უკრაინას სურს მიიღოს რუსეთისგან ომთან დაკავშირებული რეპარაციები მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ Funke media group-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, კიევი აპირებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელსაც მომავალში ზარალის ანაზღაურების საერთაშორისო მექანიზმის შექმნა უნდა დაეფუძნოს.

“ჩვენ გვსურს მივიღოთ კომპენსაცია ყველა იმ ზარალისთვის, რომელიც რუსეთმა მიაყენა უკრაინას თავისი აგრესიული ომით”, – აღნიშნა მან.

ეკა უკლება