ირაკლი როსტომაშვილი: არასწორ პარკირებაზე ჯარიმის გაზრდა სწორი გადაწყვეტილებაა

0
138

პარკინგზე მიტოვებული გამოუსადეგარი ავტომობილების და არასწორად დაპარკინგებული ავტომობილების მფლობელებისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრებას დადებითად აფასებს არქიტექტორი, კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი დადებითად აფასებს.

„სახელმწიფო ვერ მოაწყობს და ააშენებს ავტოსადგომებს. ეს უნდა გააკეთოს კერძო ბიზნესმა. ხოლო თუ ეს მომგებიანი არ იქნება, გამორიცხულია, რომ ამ სფეროში მოხდეს ბიზნესის მიერ ინვესტირება. ერთი მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი, ნიშნავს დაახლოებით 50 კვ.მ. მშენებლობას. (500 კვ.მ. საშუალოდ შესაძლებელია მოეწყოს 10 ა/სადგომი) ანუ მისი ღირებულება იგივეა რაც შესაბამის ზონაში 1 ოთახიანი ბინა. ინვესტორმა ეს საპარკინგე ადგილი უნდა გააქირაოს თვეში იმ ფასად, რამდენადაც გაქირავდება იმ უბანში 1 ოთახიანი ბინა, ანუ დაახლოებით 900 ₾. – რაც დღეში არის 30 ₾. …“, წერს ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში.

როსტომაშვილი მსოფლიოს ქალაქების გამოცდილებებზე საუბრობს თავის პოსტში და აცხადებს, რომ რეგულაციების გამკაცრება ერთადერთი გამოსავალია ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად.

„მე წლების წინ მომიწია ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე ქალაქის გამოცდილების შესწავლა. მაგალითად სინგაპურში, გასული საუკუნის 70 წლებში, შემოიღეს „დრაკონული“ ჯარიმები, ამასთან თანამდებობის პირები დარღვევის შემთხვევაში იხდიდნენ ამ ჯარიმის სამმაგ ოდენობა, სამართალდამცავები კი ხუთმაგს.

რაც მთავარია ვინც პოლიციას მიაწვდიდა ინფორმაციას არასწორად დაპარკინგებულ მანქანაზე, პრემიის სახით აძლევდნენ „ამოღებული“ თანხის ნახევარს! – (ეს მაშინ როდესაც მობილური ტელეფონები არ იყო.. ახლა ამ პრინციპის ამოქმედება უმარტივესი იქნება) – სულ რამდენიმე კვირაში მკვეთრად გამოსწორდა მდგომარეობა“, – წერს როსტომაშვილი.