ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკა გაამკაცრა

0
242

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უპრეცედენტოდ გაზარდა. ამასთან, სამომავლოდ კიდევ უფრო ზრდაზეც გააკეთა აქცენტი.

კერძოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი დეპოზიტებზე 0%-დან 0.75%-მდე, რეფინანსირების განაკვეთი კი 1.25%-მდე გაზარდა. აღნიშნული ზრდა 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ბანკის პრიორიტეტი რეკორდულ 9.1%-იან ინფლაციასთან ბრძოლა და გაუფასურებული ევროს კურსის დაჭერაა.

აღსანიშნავია, რომ ენერგოკრიზისის ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზეა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეცვალა პროგნოზებიც, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს სამომხმარებლო ფასები 5.5%-ით გაიზრდება, 2024-ში კი მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელზე ოდნავ მაღალი, 2.3% იქნება.