ევროზონის ვალი თითქმის მშპ-ს გაუტოლდა

0
141

იმ ქვეყნების სახელმწიფო ვალმა, რომლებიც ევროს იყენებენ, მათი მთლიანი მთლიანი შიდა პროდუქტის 97%-ს მიაღწია. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, წერს Der Spiegel.

„სამთავრობო ვალი, რა თქმა უნდა, გაიზარდა ყველა კრიზისის შედეგად და ახლა ევროზონაში 97%-ს შეადგენს. ევროზონა ინარჩუნებს მოკრძალებულ ზრდას და დაბალი უმუშევრობის დონეს, მაგრამ უზარმაზარი ინფლაცია კვლავაც ემუქრება რეცესიას“, – თქვა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ქვეყნები მიიღებენ ზომებს სიტუაციის მოსაგვარებლად. ექსპერტების აზრით, დიდი სახელმწიფო ვალი ევროზონის ქვეყნებს რეცესიისკენ უბიძგებს. ადრე Bloomberg-ის ეკონომისტები ამტკიცებდნენ, რომ ევროპაში რეცესიის რისკი 45%-დან 60%-მდე გაიზარდა.

გიორგი არაბული