„ხორბალი რეალურად რუსეთიდან შემოდის, რადგან მსოფლიო ბაზრებთან შედარებით ყველაზე იაფად ვიღებთ“

0
94

„ხორბალი რეალურად რუსეთიდან შემოდის, რადგან ჩვენ მსოფლიო ბაზრებიდან შეძენილ ხორბალთან შედარებით, ყველაზე იაფ ხორბალს ვიღებთ. ეს არის ყველაზე იაფი“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტი ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. აგვისტოს თვეში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. აგვისტოში 30 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. მათ შორის შემოვიდა, როგორც ხაზინის გავლით, ასევე ფოთის და ბათუმის პორტებში.

სექტემბრის პირველი კვირის მდგომარეობით კი, ფაქტობრივად, 11 ათასი ტონა ხორბალია შემოსული. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ასეთი რაოდენობის ხორბლის შემოსვლა თავისთავად მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად წისქვილკომბინატებიც ამუშავდნენ.

ხორბალი რეალურად რუსეთიდან შემოდის, რადგან ჩვენ მსოფლიო ბაზრებიდან შეძენილ ხორბალთან შედარებით, ყველაზე იაფ ხორბალს ვიღებთ. ეს არის ყველაზე იაფი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.