რუსეთი განიხილავს იმ ინვესტორებისთვის კომპენსაციის საკითხს, რომელთა აქტივები გაყინულია

0
120

რუსეთის ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ აუცილებელია გაყინული აქტივების პრობლემის გადაჭრა და ინვესტორების მხრიდან ნდობის აღდგენა.

მისი თქმით, ცენტრალური ბანკი ახლა განიხილავს დასავლეთის სანქციების შედეგად აქტივების გაყინვის შედეგად დაზარალებული ინვესტორებისთვის კომპენსაციის ფონდის შექმნის იდეას.

კომპენსაციის გადახდა შესაძლებელია რუსეთში არარეზიდენტების გაყინული სახსრებიდან მიღებული მოგებით.

„ახლა განვიხილავთ იდეას, მათ შორის, შესაძლოა, საკომპენსაციო ფონდის შექმნა. შესაძლებელია შემოსავალი იმ ფონდებიდან, რომლებიც ჩვენ, ჩვენი მხრივ, გვაქვს გაყინული, არარეზიდენტების შემოსავლები“, – თქვა მან მოსკოვის ფინანსურ ფორუმზე.

ეკა უკლება