„ომი ჩიპებისთვის“ – ამერიკულ კომპანიებს ჩინეთში ქარხნების აშენება აეკრძალათ

0
240

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც იღებენ ფედერალურ დაფინანსებას, აეკრძალებათ ჩინეთში „მოწინავე ტექნოლოგიების“ ობიექტების მშენებლობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში, იტყობინება BBC.

აკრძალვა 50 მილიარდ დოლარიანი გეგმის ნაწილია საკუთარი ნახევარგამტარული ინდუსტრიის გასაძლიერებლად. ამერიკული კორპორაციები ითხოვენ მთავრობის მეტ მხარდაჭერას ჩინელ მწარმოებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ისინი უკვე აწყდებიან მიკროჩიპების გლობალურ დეფიციტს, რამაც შეანელა წარმოება.

„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ბარიერები, რათა მათ, ვინც ჩიპების მწარმოებლების პროგრამიდან თანხებს იღებენ, საფრთხე არ შეუქმნან ეროვნულ უსაფრთხოებას“, – თქვა აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ, რომელიც კომენტარს აკეთებს აშშ-ს ახალი მიკროჩიპებისა და მეცნიერების აქტზე.

„მათ არ აქვთ უფლება, გამოიყენონ ეს სახსრები ჩინეთში ინვესტირებისთვის, ისინი ვერ შეძლებენ ჩინეთში მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას ათი წლის განმავლობაში,” – აღნიშნავს ჯინა რაიმონდო.

მიმდინარე წლის აგვისტოში, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს 280 მილიარდი დოლარის ოდენობის კანონპროექტს მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და სამეცნიერო კვლევებისთვის, იმის შიშით, რომ აშშ ნელ-ნელა კარგავს ტექნოლოგიურ უპირატესობას ჩინეთთან.

ამჟამად აშშ აწარმოებს მსოფლიოს ნახევარგამტარების დაახლოებით 10%-ს (1990 წლის თითქმის 40%).

ჩინეთმა თავისი წილი თითქმის 10%-მდე გაზარდა, 2020 წელს გადაუსწრო ტაივანს და წარმოების თვალსაზრისით მიუახლოვდა იაპონიასა და ევროკავშირს. ჩიპები დღეს ყველგან არის საჭირო – მანქანებიდან მობილურ ტელეფონებამდე.

სექტემბრის დასაწყისში, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჩიპების წამყვან მწარმოებლებს Nvidia-სა და AMD-ს აუკრძალეს თავიანთი AI პროდუქტების ჩინეთში გაყიდვა. აკრძალვის კომენტირებისას, დენ აივზმა ანალიტიკურ ცენტრ Wedbush Securities-მა უწოდა შეზღუდვებს Nvidia-სთვის “გულში დარტყმა”.

სანდრო პირველი