გაზის კრიზისი – გერმანია და საფრანგეთი ექსკლუზიურ გარიგებაზე შეთანხმდნენ

0
193

საფრანგეთი გერმანიაში გაზის ტრანსპორტირებისთვის მიტოვებულ გაზსადენს ამუშავებს. მანამდე ქვეყნებმა გააფორმეს ენერგეტიკული შეთანხმება, რომელიც მათ ამ ზამთარს გადაატანინებს, წერს Reuters.

საფრანგეთი ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის ენერგიის მაღალი ფასებისა და ატომური რეაქტორების გათიშვის გამო. მეორე მხრივ, გერმანიას ემუქრება ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მკვეთრი ვარდნა, რამაც შესაძლოა ზამთარში დეფიციტი გამოიწვიოს.

ქვეყნებმა გადაწყვიტეს ენერგეტიკულ კრიზისს ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზსა და ბერლინს შორის შეთანხმების შესახებ განაცხადა.

შეთანხმების თანახმად, საფრანგეთი გაზს გაუგზავნის გერმანიას მილსადენის გავლით, რომელიც მდებარეობს მოსელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. სამაგიეროდ, ქვეყანა ელექტროენერგიას მიიღებს.

„გერმანიას სჭირდება ჩვენი გაზი და ჩვენ გვჭირდება ენერგია დანარჩენი ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან“, – თქვა საფრანგეთის ლიდერმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ხელახლა გახსნილი გაზსადენი საფრანგეთს საშუალებას მისცემს ზამთარში გერმანიას მიაწოდოს 20 ტერავატ-საათამდე გაზი თავისი მარაგიდან, რაც ევროპის უდიდესი ეკონომიკის გაზის საჭიროების დაახლოებით 2%-ის ექვივალენტია. ბერლინი, თავის მხრივ, დააზღვევს პარიზს, თუ მას ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნა.

სანდრო პირველი