Fitch: ევროპას სჭირდება 12 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი

0
148

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ევროკავშირის ქვეყნების გაზზე მოთხოვნის პროგნოზი გამოაქვეყნა.

ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე წლიური მოთხოვნა 2022 წლისთვის 357 მილიარდ კუბურ მეტრზეა პროგნოზირებული (2021 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლები), 2023 წლისთვის – 339 მილიარდი კუბური მეტრი (5%-ით ნაკლები წლევანდელთან შედარებით).

Fitch Ratings-ის პროგნოზით, ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე წელს და 2023 წელს 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ექსპორტის მოცულობით ნორვეგიისა და აფრიკის ქვეყნების შემდეგ (საუბარია თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე), აზერბაიჯანული გაზი მეოთხე ადგილზს იკავებს.

სანდრო პირველი