ფაშინიანი: ვიმედოვნებთ, რომ გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს თურქეთთან რუსეთის მხარდაჭერით

0
142

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანსა და ბაქოს ყარაბაღის საკითხზე ინტენსიური საუბარი აქვთ.

“ჩვენ იმედი გვაქვს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის, არა მხოლოდ როგორც სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული მოკავშირის, არამედ როგორც აზერბაიჯანის ძალიან ახლო პარტნიორის. ეს ასევე უხსნის შესაძლებლობებს აზერბაიჯანს”, – განაცხადა ფაშინიანმა აღმოსავლეთის პლენარულ სხდომაზე.

მან დასძინა, რომ სომხეთი რუსეთის მხარდაჭერით ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობები თურქეთთან.

“ჩვენ უკვე დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რუსეთის მხარდაჭერით გავაუმჯობესებთ თურქეთთან ურთიერთობას”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეკა უკლება