ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით

0
251

სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და პროცესის დასრულებას რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით ელის.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე (EEF) განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნით.

„ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ უახლოეს მომავალში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ეკა უკლება