მოლდოვას აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს

0
124

„მოლდოვა განიხილავს აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას“, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ მოლდოვის ტელევიზიის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა ემზადება საგანგებო სიტუაციებისთვის და განიხილავს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვა დაკავშირებულია ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორთა ევროპულ საზოგადოებასთან ელექტროენერგიის დარგში და ეს უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, მათ შორის რუმინეთიდან ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შეძენის, მაგრამ ძალიან მაღალი ფასებით.

„მოლდოვას აქვს 35 მილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი, რომელიც ზამთარში მაქსიმუმ 10 დღისთვისაა საკმარისი. თუმცა, ეს პერიოდი საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მოიძიოს გაზი სხვა წყაროებიდან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“, – განაცხადა სპინუმ.

სანდრო პირველი