„ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში, საწვავი სექტემბერშიც გაიაფდება“

0
175

OPEC+-ის ლიდერთა გადაწყვეტილების ფონზე და ლარის კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ნათობიმპორტიორები საწვავის გაიაფებას ელიან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, ოპეკი პლუსის ლიდერების გეგმა არის, რომ ასდოლარიან ნიშნულზე შეინარჩუნონ ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი.

მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზი თუ რა მიმართულებით შეიცვლება ნავთობის ღირებულება. ამ ეტაპზე კი ნავთობის ფასების კლებაზე ის მოლოდინები მოქმედებს, რაც მსოფლიოში რეცესიული პროცესების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

„ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინია. ეს თავის მხრივ მსოფლიოში მოსალოდნელ რეცესიულ პროცესებთან არის დაკავშირებული. ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი ფაქტობრივად ომამდელ ნიშნულზეა დაბრუნებული. როგორ გაგრძელდება ფასების კორექტირება, რთული სათქმელია,“ – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, მისი განმარტებით, გასულ თვეში საწვავი როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე მნიშვნელოვნად გაიაფდა და თუკი ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე მაინც შენარჩუნდა, საწვავი სექტემბერშიც გაიაფდება.

„თუმცა ეს არ იქნება ისეთი დინამიკით როგორც აგვისტოში იყო. გასულ თვეში საწვავი დაახლოებით 40 თეთრით გაიაფდა. ფასები შემცირდა როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ქსელებში.“-აღნიშნა მთვრალაშვილმა.

business-partner.ge