„ბილაინმა“ სპეციალური ინტერნეტ პაკეტი შექმნა, რომელიც აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს უქომაგონ

0
102

წამყვანმა ციფრულმა ოპერატორმა „ბილაინი“ სპეციალური ინტერნეტ პაკეტი შექმნა, რომელიც მის აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს თვალყური ადევნონ და უქომაგონ გამოჩენილი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით მიმდინარე მატჩებსა და შეჯიბრებებს.

„ბილაინის“ინფორმაციით, შეთავაზება 15GB/₾12, ხელმისაწვდომია მატჩის/შეჯიბრის დღეს და პაკეტი აქტიური რჩება 30 დღის განმავლობაში.

ხსენებული სპორტული ღონისძიებების ყურება შესაძლებელია ევრაზიაში სიდიდის მიხედვით ნომერ პირველი ტელეარხის – Setanta Sports-ის მეშვეობით, რომელთანაც „ბილაინს“ ექსკლუზიური პარტნიორობა აქვს. Setanta Sports-ი მის მაყურებელს წვდომას აძლევს ისეთ პოპულარულ ჩემპიონატებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL.

„ბილაინის“ მიზანია, მომხმარებლისთვს შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ემსახურებიან აბონენტების ყოველდღიურ და სხვა ცხოვრებისეულ საჭიროებებს კავშირგაბმულობის მიღმაც.

„ბილაინი“ წამყვანია ბაზარზე ინოვაციური, თანამედროვე ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით. „ბილაინი“ მსოფლიოში წამყვანი არაერთი ბრედნის პარტნიორია სხვადასხვა სფეროში: მუსიკა, სპორტი, მობილური თამაშები და სხვა“- ნათქვამია ინფორმაციაში.