სემეკის წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

0
147
მაია მელიქიძე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა და ფოტოელექტრული ენერგიის რეგულირების პრინციპების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მაია მელიქიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის კუთხით მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკა, საკანონმდებლო ჩარჩო  განახლებადი ენერგიების ეფექტიანი გამოყენების ინოვაციური მიდგომები. სემეკის წევრმა ხაზი გაუსვა ფოტოელექტრული ენერგიების ათვისების პრაქტიკასა და ისაუბრა ამ კუთხით საქართველოს გამოცდილებასა თუ სამომავლო პროექტებზე.

კონფერენცია სახელწოდებით „მზის ენერგია საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარებისათვის“ გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის ფარგლებში „განახლებადი ენერგიების ინსტიტუტის“ ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებითა და პოლონეთის საგარეო რესპუბლიკის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.