ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მისცემს

0
118

დღეს, შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივი განყოფილების – CS Trust-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სარჩელის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ივანიშვილის პრეტენზიების ჯამური ოდენობა ბანკის სტრუქტურების მიმართ სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის შტატებში 800 მილიონი დოლარია, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მან ეს თანხა Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის ქმედებით დაკარგა. ბიძინა ივანიშვილი სასამართლო პროცესის გახსნის დღეს ვიდეო ჩართვით მისცემს ჩვენებას.

2022 წლის მარტის ბოლოს, ქართველმა მილიარდერმა ბერმუდის შტატში იმავე საკითხზე Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. ბანკმა მას დაახლოებით 500 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბერმუდის სასამართლო პროცესი არის ერთგვარი გასაღები მილიარდერსა და ბანკს შორის დაპირისპირებაში, რადგან ამან შეიძლება შექმნას პრეცედენტი – ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ის დაზარალდა ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის ქმედებებით. ეს უკანასკნელი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, 2019 წელს გაათავისუფლეს, ხოლო 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკადრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, კლიენტების ფულის ხარჯზე მან ზარალის დაფარვა დაიწყო.

Wall Street Journal-ის ცნობით, შვეიცარიული საბანკო მარეგულირებელი FINMA-ს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გამომდინარეობდა, რომ Credit Suisse-მა თავის დროზე სათანადო ზომები არ მიიღო, ამ უკანასკნელმა კი უარყო ბრალდება და ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ივანიშვილსა და სხვა ინვესტორებს ლონდონში უჩივლა.