აგვისტოში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 80,21%-ს მიაღწია

0
195

თურქეთში ინფლაციის ზრდის ტემპი აგვისტოშიც გაგრძელდა. ამრიგად, აგვისტოში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 80,21%-ს მიაღწია.

ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკური სამსახური (TUİK) იტყობინება. ყოველთვიურ შედარებაში ფასები 1,46%-ით გაიზარდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ინფლაცია აგრძელებს ზრდას. აგვისტოში წლიურმა საბაზო ინფლაციამ 66.08% შეადგინა.

აგვისტოში ხარჯების ძირითად ჯგუფებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში – 116,87%. საყოფაცხოვრებო საქონელი 92,02%-ით გაიზარდა, საკვები და უალკოჰოლო სასმელები – 90,25%-ით.

თურქეთში ინფლაციამ ბოლო 24 წლის უმაღლეს დონემდე მიაღწია.

გიორგი არაბული