„თურქეთი არ უნდა იყოს ერთადერთი ძალა, რომელიც მოსკოვს ელაპარაკება – ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს“

0
199

თურქეთი არ უნდა იყოს ერთადერთი ძალა, რომელიც მოსკოვს ელაპარაკება. ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს. ამის შესახებ France-Presse-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა, რომელიც აგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებებს? ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ცრუ მორალის რაიმე ფორმას, რომელიც უძლურს გხდის“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრაზე.

მისი აზრით, თავად ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან. ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ დიპლომატის საქმეა ისაუბროს ყველასთან, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისთანაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს უნდა გაკეთდეს მოკავშირეებთან კოორდინაციით.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ უნდა ავიცილოთ ესკალაცია და მოვემზადოთ მშვიდობისთვის. მშვიდობისთვის მზადება ნიშნავს მოლაპარაკებას ყველა მხარესთან, მათ შორის, როგორც მე გავაკეთე სულ რამდენიმე დღის წინ და გავაკეთებ ისევ რუსეთთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ეკა უკლება