ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს ხსნის

0
168

ყაზახეთი ხსნის შეზღუდვებს მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე, მაგრამ ადგენს კვოტებს პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტზე.

ამის შესახებ დღეს, 1 სექტემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა.

„ყაზახეთი ხსნის შეზღუდვებს მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე და ადგენს კვოტებს პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტზე“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ყაზახეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკა 13 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის მოსავალს გეგმავს, რაც შარშანდელ მოსავალს 12%-ით გადააჭარბებს.

ამასთან, შიდა მოხმარებისთვის საჭიროა დაახლოებით 6,5 მილიონი ტონა.

სანდრო პირველი