რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება

0
229

ხვალ, 2 სექტემბერს, G7 ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ) ფინანსთა მინისტრები უნდა შეთანხმდნენ რუსულ ნავთობზე ფასის დაწესების გეგმაზე.

როგორც კი ეს ფასი დადგინდება, რუსეთი ნავთობის მაღალ ფასში გაყიდვას ვეღარ შეძლებს.

ფასის ზღვარი გავრცელდება არა მხოლოდ ნედლ ნავთობზე, არამედ ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის მაზუთზე. ჯერჯერობით უცნობია, რა მაქსიმალური ფასი გადაწყდება.

შეზღუდვის მიზანია რუსეთის ნავთობის შემოსავლების შემცირება, ასევე მსოფლიოში ნავთობის გაძვირების პრევენცია.

გიორგი არაბული