რუსეთი მილიარდობით „მეგობრულ ვალუტას“ შეიძენს

0
302

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს 70 მილიარდი დოლარის იუანში და სხვა „მეგობრული“ ვალუტების შეძენას რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად, წერს Bloomberg.

გეგმა დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ.

თუ შესყიდვები განხორციელდება, მაშინ რუსეთი ინვესტიციების დასაფინანსებლად აქტივების ჩინურ ვალუტაში გაყიდვის გრძელვადიან სტრატეგიაზე გადავა.

ექსპერტები ამბობენ, რომ გეგმა გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მაგალითად, იუანის აქტივების გაყიდვა „განცალკევებულ შეთანხმებას მოითხოვს ჩინეთთან, რომლის მიღწევაც ძალიან რთული იქნება კრიზისის დროს“.

სხვა ვალუტები, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰამი, ექვემდებარება “მაღალ პოლიტიკურ რისკებს” და თურქული ლირა სერიოზული დევალვაციის რისკების წინაშე დგას.

სანდრო პირველი