ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა – იდუმალებით მოცულ ვითარებაში

0
202

მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრებთან გარდაცვლილი იპოვეს რუსული ნავთობგიგანტის ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი. შემთხვევა ხუთშაბათს, 1–ელ სექტემბერს მოხდა.

REN TV წერს, რომ შესაძლოა ბიზნესმენი კლინიკის მეექვსე სართულიდან ფანჯრიდან გადმოვარდა. მაგანოვის გარდაცვალების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მხოლოდ იმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი საავადმყოფოში სამკურნალოდ იყო მისული.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. რუსული მედია წერს, რომ მომხდარის მიზეზები და გარემოებები ირკვევა.

რავილ მაგანოვი წარმოშობით თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტევსკიდანაა. მინიჭებული აქვს „საპატიო მენავთობის“ წოდება.

მანამდე, მაისში, გავრცელდა ინფორმაცია ლუკოილის ტოპ–მენეჯერის, მილიარდერი ალეკსანდრ სუბოტინის გარდაცვალების შესახებ. იგი მოსკოვში შამანური სესიის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.

GBC.GE