თურქეთი ნანო-დრონებს ავითარებს

0
184

თურქეთში თავდაცვის კორპორაცია ASELSAN-მა შექმნა ნანო-დრონები, წერს Yeni Şafak.

უპილოტო საფრენი აპარატები აღჭურვილია მინი ძრავით და პატარა ფრთებით, ისინი მწერებს ან კოლიბრებს ჰგვანან. მოწყობილობები აბსოლუტურად უხმოა.

მიუხედავად იმისა, რომ დრონები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მასობრივ წარმოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, მომავალში ისინი გამოიყენებენ დაზვერვისა და მეთვალყურეობისთვის.

ეკა უკლება