აშშ რუსეთსა და ჩინეთისთვის ჩიპების მიყიდვას წყვეტს

0
232

შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ჩინეთში რთული ჩიპების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო, წერს The New York Times.

შეზღუდვები გავლენას მოახდენს მაღალი ხარისხის ჩიპების მოდელებზე (Nvidia-დან და Advanced Micro Devices-დან). მათ შეზღუდვები დაექვემდებარათ იმის გამო, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია სუპერკომპიუტერებში.

თეთრ სახლს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და პეკინს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნოლოგია ხალხის თვალთვალისთვის, სახეების იდენტიფიცირებისთვის ფოტოებსა და ვიდეოებში, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.

ეკა უკლება