2022 წლის ივლისში მშპ-ს ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა

0
139

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა.

ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობის დარგში დაფიქსირდა.