რუსეთში სკოლებისთვის “ისტორიის სწორი სახელმძღვანელო” დაიბეჭდება

0
154

მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” გენერალური საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა გამოაცხადა რუსი სკოლის მოსწავლეებისთვის ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს გამოშვების თაობაზე.

ტურჩაკის თქმით, მასში ასახული იქნება “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინაში და რუსი ჯარისკაცების “მიღწევები”.

„მე უკვე ვესაუბრე სერგეი კრავცოვს (რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრს) და ვლადიმერ მედინსკის. ჩვენ გამოვაქვეყნებთ სწორ ისტორიის სახელმძღვანელოს ახალი თავებით“, – განაცხადა ტურჩაკმა იუჟნო-სახალინსკში ახალგაზრდულ პატრიოტულ გაერთიანებებთან შეხვედრაზე.

ახალი ისტორიის პროგრამის გარდა, რუსულ სასწავლებლებში უკვე მიმდინარე სასწავლო წელს ექნებათ პატრიოტული გაკვეთილები „საუბრები მნიშვნელოვანზე“.

ეკა უკლება