ინფლაციის ახალი პიკი ევროზონაში – აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 9.1%-მდე გაიზარდა

0
161

აგვისტოში სურსათსა და ენერგიაზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, სამომხმარებლო ფასები ევროზონაში 9,1%-ით გაიზარდა.

ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროსტატმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში წლიური ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე – 38,3%, რაც ოდნავ დაბალია ივლისის 39,6%-თან შედარებით.

საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო გაიზარდა 10,6%-ით ივლისში 9,8%-დან.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია ნელდება. საფრანგეთში მაჩვენებელი აგვისტოში 6,5%-მდე დაეცა ივლისის 6,8%-დან.

ევროსტატის წინასწარი შეფასებით, ესპანეთში აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებელი 10.3%-მდე შემცირდა ივლისის 10.7%-თან შედარებით.

ამავდროულად, გერმანიაში აგვისტოში ინფლაციამ მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში – 8,8% წლიურ დონეზე.

გიორგი არაბული