თურქეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტალში 7,6%-ით გაიზარდა

0
153

თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რომელიც დღეს, 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, თურქეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტალში 7,6 პროცენტით გაიზარდა.

თურქეთის მშპ მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6 პროცენტით გაიზარდა, ნათქვამია სამინისტროში.

თურქეთის მშპ მიმდინარე ფასებში მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 114,6 პროცენტით გაიზარდა და 3 ტრილიონ 418 მილიარდ 967 მილიონ ლირას, ანუ 219 მილიარდ 335 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

Anadolu-ს ანალიტიკოსები აპრილ-ივნისში თურქეთის ეკონომიკის ზრდას საშუალოდ 7,3 პროცენტით პროგნოზირებდნენ.

გიორგი არაბული