თვეში მინიმუმ 5-10 ათასი გექნებათ – რას სთავაზობს პავლე მგელაძე უნივერსიტეტს გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს?

0
888

re:invent holding-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პავლე მგელაძე იმ აბიტურენტებს ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ თავის კომპანიაში დასაქმებას სთავაზობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.

“და ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდით, მათ re:educate-ში გელოდებით 1 წელიწადში მაქს კოდის წერას ისწავლით საკაიფოდ.

მაქედან 1 წელიწადში 5,000-10,000₾ ხელფასი გექნებათ. მესამე წელს ერთად ბიზნესები დავიწყოთ და მეოთხე წელს ეს ხალხი, რომ დაამთავრებს, სტაჟიორებად ავიყვანოთ”, – წერს პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში.