ევროკავშირი უკრაინას მილიონობით იოდის ტაბლეტს გადასცემს

0
181

ევროკავშირი უკრაინას გადასცემს კალიუმის იოდიდის 5,5 მილიონ ტაბლეტს, რათა დაიცვან ხალხი რადიაციის ზემოქმედებისგან რუსეთის ჯარების მიერ დატყვევებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჟონვის შემთხვევაში.

CNN-ის ცნობით, ევროკომისიამ წამლების გადაზიდვას უწოდა „პრევენციული უსაფრთხოების ღონისძიება“ და განმარტა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა აბების პარტია.

კალიუმის იოდიდი იცავს ფარისებრ ჯირკვალს იოდის რადიოიზოტოპების დაგროვებისგან რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში.

უკრაინის მეზობელი მოლდოვის ხელისუფლებაც იოდს მარაგებს აგროვებს. კიშინიოვმა რუმინეთიდან მიიღო კალიუმის იოდიდის მილიონი ტაბლეტი.

ეკა უკლება