სერბეთის პრეზიდენტი – ბელგრადი რუსული ენერგორესურსების ალტერნატივას ეძებს

0
160

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი რუსული ენერგორესურსების ალტერნატივას ეძებს.

Reuters-თან ინტერვიუში სერბმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აპირებს ნავთობის ყიდვას ვენესუელადან, ხოლო ნახშირის ინდონეზიიდან.

„ჩვენ ავიღებთ ერაყულ ნავთობს. ასევე ვეცდები ვენესუელასთან მოლაპარაკებას. ჩვენ მზად ვართ საწვავი შემოვიტანოთ ნებისმიერისგან“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ბელგრადი მომავალ წელს აზერბაიჯანიდან ნავთობის შეძენასაც გეგმავს. ვუჩიჩის აზრით, ქვეყნის საწყობებში გაზის მარაგი მაქსიმუმამდეა გაზრდილი, რომელიც და საკმარისია 2 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, პოლიტიკოსმა გამოაცხადა სერბეთის სურვილი შეიძინოს დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნახშირი ჩინეთიდან და ინდონეზიიდან თბოელექტროსადგურებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ქვეყანაში ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს.

სანდრო პირველი