„კავკასუს ავტოიმპორტი“ – თურქეთის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მანქანების ტრანსპორტირება გააძვიროს

0
206

„კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ თურქეთის მთავრობის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე ტვირთების ტრანსპორტირების ფასის გახუთმაგებასთან დაკავშირებით GBC-ს უთხრა, რომ ახალი ტარიფები შესაძლოა ავტომობილების ტრანსპორტირებაზეც აისახოს და თითოეული მანქანის ჩამოტანის საფასური დაახლოებით $100–ით გაიზარდოს.

,,ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა საზღვაო ხაზებისგან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია’’, – აცხადებს სურგულაძე.

კომპანიის ხელმძღვანელი ერთეულ ავტომობილზე ტრანსპორტირების ფასის ზრდას 100 დოლარით ვარაუდობს და მისი თქმით აღნიშნული ფასნამატი მოთხოვნაზე არ იმოქმედებს შემცირების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სრუტეებზე ახალი სატარიფო პოლიტიკა ძალაში 7 ოქტომბრიდან შედის. ამ ცვლილებების შედეგად თურქეთის ყოველწლიური შემოსავალი $200 მლნ–ით გაიზრდება. დღეის მდგომარეობით ქვეყანა აღნიშნული სრუტეებიდან მხოლოდ $40 მლნ–ს იღებს წელიწადში.

წყარო: GBC.GE