აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი რკინიგზას ააშენებენ

0
530

აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი აპირებენ ინვესტიციის განხორციელებას რეშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობაში, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, იუწყება ირანული მედია.

ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილის შაჰრიარ ეფენდიზადეს თქმით, ოფიციალური თეირანი აპირებს ჩინეთთან და რუსეთთან ირანის სატრანზიტო ვაჭრობის გაფართოებას.

მან დასძინა, რომ რაშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობის პროექტში ინვესტირების პროცესი აზერბაიჯანში ოფიციალური პირების შეხვედრაზე განიხილება.

ეკა უკლება