ხუთ წელში რუსეთზე დამოკიდებულება 40%-მდე უნდა შევამციროთ – მეხუზლა

0
197

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ მომდევნო ხუთ წელში რუსეთის წილი ღვნის ექსპორტში, რომელიც ექვსი თვის მონაცემებით თითქმის 60%-ს შეადგენს, 40%-მდე უნდა შემცირდეს.

“გასულ წელს აშშ-ში ღვინის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა. წელს ძალიან კარგი მარკეტინგული კომპანია გვყვავს პარტნიორად და ვფიქრობ, უფრო თვალსაჩინო გახდება ამ ბაზარზე ექსპორტის მატება. ზოგადად, ძალიან მონდომებით ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც – დიდ ბრიტანეთი, გერმანია.

რა თქმა უნდა, გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, ვგულისხმობ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ვფიქრობთ, დაახლოებით 5 წელიწადში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 40%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს”, – აცხადებს მეხუზლა.

მისივე თქმით, მთავრობა გეგმავს 2025 წლისთვის აშშ-ს ბაზარზე ყოველწლიურად სტაბილურად 5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდოს. 2022 წლის ექვს თვეში საქართველოდან ჯამში 98 მლნ დოლარის მოცულობის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 58% რუსეთზე მოდის.

წყარო: bm.ge