საუდის არაბეთი პაკისტანს დეფოლტისგან გადაარჩენს

0
197

საუდის არაბეთი 1 მილიარდ დოლარს დებს პაკისტანის ეკონომიკაში მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის სახელით, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო SPA.

ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ იბნ ფარჰანმა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბილავალ ბჰუტოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ეს ინვესტიცია დიდად შეუწყობს ხელს პაკისტანის ეკონომიკას, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დეფოლტის ზღვარზეა.

ეკა უკლება