მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი რუსეთის ბაზარს ტოვებს

0
167

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი Citigroup-ი, რომელიც ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბანკი, რომელიც შევიდა რუსეთის ბაზარზე, აღნიშნულ ბაზარს ტოვებს. ჯგუფმა თავისი წარმომადგენლობა მოსკოვში 1992 წელს გახსნა.

ამის შესახებ შესახებ ბანკის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია.

ბანკი მიმდინარე კვარტალში დაიწყებს საცალო და კომერციული მომხმარებელთა მომსახურების გარიგებების შეწყვეტას.

Citigroup-ი რუსეთში დახურავს 15 ფილიალს და გაათავისუფლებს 2300-მდე თანამშრომელს. რუსული ბიზნესის დახურვა კომპანიას დაახლოებით 170 მილიონი დოლარი დაუჯდება, ნათქვამია ანგარიშში.

2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის Citi-ის აქტივები რუსეთში 8,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული (2021 წლის ბოლოს 9,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა).