“გალფის” სახელით ინტერნეტ სივრცეში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება – კომპანიის განცხადება

0
1783
“გალფის” სახელით ინტერნეტ სივრცეში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. კომპანიის ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს, მომხმარებელი გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, “გალფის” სახელით ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ვიდეორგოლის სახით, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ განახორციელონ ინვესტიცია და სანაცვლოდ, კონკრეტული ოდენობის თანხას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გვსურს, კომპანიის სახელით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და თაღლითური სქემის ნაწილი, რომლითაც დაუდგენელი პირები ცდილობენ მოქალაქეებს თანხები მოტყუებით გამოსძალონ. ვიდეორგოლში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს კომპანიის პოზიციას და არ შეესაბამება სიმართლეს.
გთხოვთ თავი შეიკავოთ თქვენთვის უცხო პირებისთვის თანხის გადარიცხვისგან.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობის შემთხვევები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეორგოლის ბმული:

https://fb.watch/f4BgI-hLM1/