ისტორიაში პირველად – დიდმა ბრიტანეთმა თვე რუსული საწვავის გარეშე დახურა

0
242

ივნისში, ისტორიაში პირველად, ლონდონს რუსეთიდან საწვავი არ შემოუტანია. ეს მოხდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციების დაწესების გამო, იუწყება Sky News.

ეროვნული სტატისტიკის ოფისში განაცხადეს, რომ საქონლის იმპორტი 39 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1997 წლის იანვარის შემდეგ.

გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

კერძოდ, ქვეყანამ უარი თქვა რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე. დიდ ბრიტანეთში მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ელექტროენერგია და გათბობა მკვეთრად გაძირდა. ამან კიდევ უფრო დააჩქარა ფასების ზრდა.

გიორგი არაბული