ევროკავშირში ქართულ ნატურალურ თაფლზე მოთხოვნა იზრდება

0
264

ქართულ ნატურალურ თაფლზე მოთხოვნა იზრდება, ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი ევროკავშირია.

იანვარ-ივლისში ექსპორტზე 486 ათასი დოლარის თაფლი გავიდა, 22%-ით მეტი ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.

რეალიზებული თაფლიდან ყველაზე დიდი რაოდენობის თაფლი ბულგარეთში გავიდა, თუმცა ღირებულებითი მაჩვენებლით საფრანგეთი ლიდერობს. ბულგარეთში ქართული თაფლის საექსპორტო ფასი დაახლოებით 2.89 დოლარია, საფრანგეთში კი 5.8 დოლარი.

  • საფრანგეთი – $202 240 – 34.8 ტონა
  • ბულგარეთი – $195 180 – 67.42 ტონა
  • ისრაელი – $30 100 – 4.77 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები – $18 430 – 2.18 ტონა
  • იაპონია – $16 360 – 1.23 ტონა

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე ჯამში 652 210 დოლარის 172 ტონა ნატურალური თაფლი გავიდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 122 550 დოლარს (21 ტონა) შეადგენდა.

business-partner.ge