იანვარ-ივლისში საქართველოში ფქვილის იმპორტი 895,6%-ით გაიზარდა – მთავარი მომწოდებელი რუსეთია

0
285

საქართველომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოხმარებული ხორბლის ფქვილის 99%, ხოლო ხორბლის 86% რუსეთიდან იყიდა. წელს მკვეთრად გაიზარდა ფქვილის შესყიდვა რუსეთიდან. მნიშვნელოვნად შემცირდა ხორბლის შესყიდვები.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთიდან 17 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 48,3 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, საანგარიშო პერიოდში კი 36,2 მილიონი დოლარის ღირებულების 95,725 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა. თითქმის 99 პროცენტი შეძენილია რუსეთისგან.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის იმპორტი გაიზარდა 895,6%-ით, ხოლო ფულადი თვალსაზრისით – 1174,6%-ით.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ფქვილს შემოაქვს, მოიცავს თურქეთს, იტალიას, ყაზახეთს და სხვა ქვეყნებს.

გიორგი არაბული