აშშ-მა თურქული კომპანიები გააფრთხილა

0
836

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა თურქული კომპანიები, არ ითანამშრომლონ რუსულ ფირმებთან და მოქალაქეებთან, რომლებიც აშშ-ის სანქციების სამიზნეა.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, უოლი ადიემოს წერილზე დაყრდნობით წერს, რომელიც გაგზავნილია თურქეთში ამერიკის სავაჭრო პალატასა და თურქეთის ინდუსტრიისა და ბიზნეს ასოციაციისთვის.

წერილში ნათქვამია, რომ თურქული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს რუსებთან, რომლებიც შეტანილია სანქციების სიაში, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშ არიან.

WSJ-ის წყარომ აღნიშნა, რომ იგივე წერილი გაეგზავნა TÜSİAD-ს.

თებერვალში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციები რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.

სანდრო პირველი