ქართული ღვინის 67% რუსეთში გადის

0
232

ივლისში საქართველოდან $21.3 მლნ-ის 7.6 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ფულად გამოსახულებაში  4.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021ივლისი – $20.4 მლნ-ის 7.2 მლნ ლ).

ქართული ღვინო საექსპორტო ბაზერზე თითქმის 2%-ით არის გაიაფებული. თუ შარშან ივლისში 1 ლიტრი საექსპორტო ღვინო 2.84 დოლარი ღირდა, წელს მისი ფასი 2.79დოლარია.

ივლისის ტოპ საექსპორტო პარტნიორები:

  1. რუსეთი – $14.3 მლნ-ის 5.4 მლნ ლიტრი (ღვინის ექსპორტის 67%).
  2. უკრაინა – $1.6 მლნ-ის 636 ათასი ლ.
  3. პოლონეთი – $1.2 მლნ-ის 520 ათასი ლ.
  4. ყაზახეთი – $0.9 მლნ-ის 284 ათასი ლ.
  5. ჩინეთი – $0.9 მლნ-ის 210 ათასი ლ.

წყარო: GBC.GE