„წლის II კვარტალში დაახლოებით 70 000 ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე პირველში – ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზე აისახება“

0
148

წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 70 000 ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე წლის პირველ კვარტალში.

აქედან სამუშაო ადგილზე სახელფასო ანაზღაურებით 50 000 ადამიანი, რაც ძალიან კარგი შედეგია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

„ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა აისახება დასაქმების მაჩვენებელზე და კეთილდღეობაზე. წლიური გაანგარიშებით უმუშევართა რიცხვი შემცირებულია 18%-ით, 60 000 ადამიანით, რაც ასევე შთამბეჭდავი მაჩვენებელია“, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა.