ინფლაციის გათვალისწინებით 7 წელში საშუალო ხელფასი მხოლოდ 111 ლარით გაიზარდა

0
232

საქართველოში 2015 წლიდან 2021 წლამდე ანაზღაურებად დასაქმებულთა ნომინალური ხელფასები 50.7%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 12.2% შეადგინა.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, თუკი 2015 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენდა, ინფლაციის გათვალისწინებით 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1011 ლარამდე იყო გაზრდილი. ნომინალური ხელფასის ზრდამ (ინფლაციის გარეშე) 456 ლარი შეადგინა.

„მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2021 წლამდე შეადგენდა 22.4%- ს, რაც 10 პროცენტული ერთეულით აღემატება ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული ხელფასების ზრდას.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახება მუშახელის ხელფასებზე“, – ნათქვამია PMC კვლევაში.

GBC.GE