გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ჩვენ უნდა ვუთხრათ მკაფიო არა ტურისტებს რუსეთიდან და ბელორუსიიდან

0
153

ევროკავშირის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმონ რუსებისთვის გაცემული შენგენის მრავალჯერადი ვიზები. ამისკენ მოუწოდება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკეთა, წერს Politico.

„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, რათა ვიზების აკრძალვა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. და, ამიერიდან, ჩვენ უნდა ვუთხრათ მკაფიო „არა“ ტურისტებს რუსეთიდან და ბელორუსიდან… ამავდროულად, გავაგრძელოთ მათი მიღება, ვისაც თავშესაფარი სჭირდება და არა ევროპაში დასვენება“, – თქვა მან.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ამ საკითხს შეუძლია ევროკავშირი ორ ბანაკად გაყოს: ისინი, ვინც რუსებისთვის ვიზების გაცემას განაგრძობენ და ისინი, ვინც მზად არიან ხვალ გააუქმონ ისინი.

ეკა უკლება