საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი არასწორია – ლევან სურგულაძე

0
332

საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0.96% შეადგინა.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე  ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოს რეალური ამონაგები ბევრად ნაკლებია და გამოქვეყნებული მაჩვენებელი არასწორია. მისი თქმით, საშუალო წლიური რეალური ამონაგები, დაარსებიდან – 2019 წლის 1 იანვრიდან, 2022 წლის ივლისის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით 0.138%-ია.

„პირველ რიგში, გამოქვეყნებული მაჩვენებლები არასწორია. თუ დავეყრდნობით საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ, ყოველთვიურ ინფლაციის მაჩვენებელს და ასევე საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, ფონდის ერთეულის ღირებულების ცვლილებას ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში და გავაკეთებთ სწორ გამოთვლებს, ვნახავთ რომ, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.03%-ია და არა 36.19%, ხოლო რეალური ამონაგები არის 0.495% და არა 0.96% (თითქმის 100%-იანი ცდომილება). იხილეთ ჩვენი დეტალური გამოთვლები ცხრილი 1 და ცხრილი 2-ში.

ცხრილი 1

ცხრილი 2

საშუალო წლიური რეალური ამონაგები, დაარსებიდან – 2019 წლის 1 იანვრიდან, 2022 წლის ივლისის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით არის 0.138%,რაც ძალიან მცირეა“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

commersant.ge