2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა

0
132

2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი 7-ჯერ აღემატება მთელი 2021 წლის მაჩვენებელს.

ამის შესახებ კვლევის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრირებული კომპანიების დაახლოებით 93% ინდივიდუალური საწარმოებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესსაქმიანობით გადავიდა საცხოვრებლად.

გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში 13500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. მათი ნახევარი ქვეყანაში რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრის შემდეგ გამოჩნდა.