რუსეთში Coca-Cola Добрый Cola-ს დასახელებით გამოვა

0
155

Coca-Cola-ს რუსეთში რებრენდინგის შემდეგ „Добрый Cola“ დაერქმევა. ინფორმაციას Mash-ზე დაყრდნობით რუსული სარეკლამო პორტალი, AdIndex ავრცელებს.

Mash-მა, ასევე, სასმელების მომავალი სავარაუდო ეტიკეტები გამოაქვეყნა.

ამასთან, Fanta-ს „Добрый Orange“-ით ჩანაცვლდება, ხოლო Schweppes-ს „Rich тоник“-ით ჩაენაცვლება.

გამოცემის ცნობით, მწარმოებლის კიდევ ერთი სასმელი, Sprite დახლებიდან ცოტა ხნით გაქრება.

გამოცემის ცნობით, რუსეთში ახალი პროდუქტების ფასი, დიდი ალბათობით, არ შეიცვლება. პირველი პარტიის გამოშვება შემოდგომაზე იგეგმება.