„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემაზე დამოკიდებულებების კვლევა გამოაქვეყნა

0
103

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების, არსებული რეალობის ანალიზისა და ტენდენციების საკითხებზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რაც საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების შესწავლას შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კვლევის ინტერესი განაპირობა, ერთის მხრივ სამართლის სფეროში საკითხზე მიმდინარე დისკუსიამ, მეორეს მხრივ საერთო სასამართლოებში არსებული დავების სიმრავლემ და კანონმდებლობის ანალიზმა. დოკუმენტი მოიცავს აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციებით სარგებლობის პრაქტიკა და მომსახურებით კმაყოფილების შესწავლა, საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა და დამოკიდებულებები, მონაცემთა შედარება. შესაბამისად, კვლევის მიზანია, წინასწარი განწყობების ნაცვლად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკითხთან მიმართებით, ხელი შეუწყოს ობიექტური შეხედულებების გაჩენას და ჯანსაღ დისკუსიას, რათა ავტორს და შემსრულებელს, ბიზნესს და მომსახურების სფეროს ჰქონდეს დაცულ სამართლებრივ გარემოსა და კონკურენტულ ურთიერთობებში განვითარების შესაძლებლობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ კვლევის მეთოდოლოგია დაეფუძნა, ერთის მხრივ მუსიკალური ნაწარმოებების შემსრულებლებისა და ავტორების, მეორეს მხრივ კი საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებებით (მუსიკა, რეპერტუარი) მოსარგებლე ობიექტების მენეჯერებისა და მფლობელების აზრის შესწავლას. რესპოდენტები თანხმდებიან, რომ საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვანი ადამიანების პატივისცემის, ასევე მათთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფით. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ბიზნესის წარმომადგენელთა შორის არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის და ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ. კითხვაზე, თუ რა სახის პრობლემებია საქართველოში ამ კუთხით, რესპოდენტთა ნაწილს პასუხი არ გააჩნია. ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემა კანონის არასათაანდოდ აღსრულება და კონტროლის არარსებობაა. არ ფიქსირდება ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, თუ ვის უნდა ებაროს პროცესი: საავტორო უფლებების დაცვის ნებისმიერ ორგანიზაციას, სასამართლოს, ადვოკატს, სახელმწიფო უწყებებს თუ სხვას.

კვლევის შედეგების მიხედვით, ავტორ-შემსრულებელთა უმრავლესობა (46% v.s. 39%) მიიჩნევს, რომ სფეროების, დარგების შესაბამისად, მასში ნებაყოფლობით გაერთიანების შესაძლებლობით, საავტორო უფლებების მმართველი რამდენიმე ასოციაცია შეიძლება არსებობდეს. უმრავლესობა მიესალემება ერთი და იმავე ასოციაციის მიერ საავტორო უფლებების აღრიცხვისა და ჰონორარის განაწილებასაც (62% v.s. 24%). რესპოდენტთა დიდი წილი (65% v.s. 16%) მიიჩნევს, რომ ავტორ-შემსრულებლის ჰონორარის გადახდა უნდა ხდებოდეს ნაწარმოებების ფაქტობრივი გამოყენების, გაჟღერებული რეპერტუარის პროპორციულად, ნაცვლად რეიტინგებისა. იკვეთება ტენდენცია, რომლის თანახმადაც, ავტორ-შემსრულებლები სიღრისეულად არ იცნობენ ანაზღაურების აღრიცხვასა და ჰონორარის განაწილების შესაძლებლობებს. შედეგად, თვლიან, რომ საავტორო უფლებები სახელმწიფოს პრიორიტეტულ საკითხებს შორის უნდა არსებობდეს (88% v.s. 5%).

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ მოცმეული მომენტისთვის საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით მოქმედი ორი ასოციაციიდან (გერა და ჯისიეი) მომხმარებელთა კმაყოფილების ტონი განსხვავებულია. გერა-ს წევრი ავტორ შემსრულებლები კმაყოფილნი არიან მასთან თანამშრომლობით (8.38 ქულა) და რეკომენდაციასაც უწევენ (8.78 ქულა). მათი თქმით, კომპანიას პროფესიონალი თანამშრომლები ჰყავს, ასრულებენ დაპირებას და გვერდში უდგანან მათ, აქვთ ჰონორარის გამოთვლის მარტივი, გამჭვირვალე სქემა და თანხის მიღება ხდება ყოველთვიურად და პუნქტუალურად. საგულისხმოა, რომ დღეს გერა-ს მომხმარებლების თითქმის ნახევარს (46%) შეადგენენ წარსულში ალტერნატიულ კომპანიებში გაწევრიანებული ავტორ-სემსრულებლები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ძველი ორგანიზაცია. მათი თქმით, გერა-ში იღებენ ბევრად მაღალ ანაზღაურებას (3-6 ჯერ მეტს) და ტავს დაფასებულად გრძნობენ.

რაც შეეხება ჯისიეის, რომლით კმაყოფილების დონეც 6.95 ქულით განისაზღვრება, შედარებით კრიტიკულად ფასდება საკუთარი მომხმარებლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ხაზს უსვამენ მენეჯმენტის / თანამშრომლების კომპეტენციას, ასევე გამოცდილებას და მოტივაციას ავტორთა უფლებების დაცვაზე, უკმაყოფილების უმთავრესს მიზეზსს წარმოადგენს ჰონორარის გამოთვლის რთული, ბუნდოვანი სქემა. კვლევაში აღნიშნულია, რომ სქემის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში, ცალკეულ რესპოდენტს აქვს უხეში ან დამამცირებელი პასუხის მიღების გამოცდილება. ჯისიეი დაბალ შეფასებას იმსახურებს ანაზღაურების ოდენობის გამოც, რომელიც თავის მხრივ, 3,6 თვეში, წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ ირიცხება. ნაწილი  ამ სიტუაციას საკუთარი არააქრიურობით და პანდემიის გავლენით ხსნის, ნაწილი კი გამოსავალს გერა-ში გადასვლაში ხედავს.

კვლევა ცალკე პასუხობს საავტორო უფლებების სარგებლობის აღრიცხვიანობის საკითხსა და პრობლემას, სადაც მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის წარმომადგენელთა აზრი. ისინი აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია სეზონურობის, დატვირთვის დონის გათვალისწინება, რასაც სკამების დათვლის პრინციპი ვერ უზრუნველყოფს. ნაკლებად იმსახურებს მათში მოწონებას მუსიკის გაჟღერების მიხედვით აღრიცხვის პრინციპიც. დგინდება, რომ სქემებს შორის მოსარგებლეებისთვის შედარებით მისაღებია კვადრატულობის მიხედვით აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლეები ფიქრობენ, რომ საკითხის გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა კვადრატულობის დაფიქსირება იჯარის ხელშეკრულებებში. აღნიშნული სქემის უპირატესობად სახელდება ის, რომ დატვირთვიდან გამომდინარე, არსებობს განსხვავება დიდი და მცირე ზომის ობიექტების გადასახადს შორის. დგინდება, რომ ბაზარზე ოპერირების ხანგძლივი ვადიდან გამომდინარე, ჯისიეის გრძელვადიანი თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია ბიზნესის წარმომადგენლებთანაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მისი მომხმარებლების გარკვეული ნაწილი დღეს სარგებლობის „ROZUM”-ის ინოვაციური სერვისით, რომელიც ერთადერთია საქართველოში და რომლის საშუალებითაც ობიექტზე აღირიცხება მუსიკალური რეპერტუარი, თუ რა მუსიკა გაჟღერდა, ვის მიერ იქნა შესრულებული და რამდენჯერ. „ROZUM”-ი ყველა სფეროს საჯარო სივრცეს აფორმებს ლიცენზირებული მუსიკით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საავტორო უფლებების პრობლემურ საკითხებზე წარმოდგენილი ანგარიში მოამზადა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურ კომპანია „ACT“-თან („ეისითი“) თანამშრომლობითა და მონაწილეობით. საკითხის ექპერტიზა განახორციელეს პროფესიონალების გუნდმა, რომელთა მიზანს ზუსტი მონაცემების შეგროვება და საზოგადოებისთვის პრობლემის ფართოდ მიწოდება წარმოადგენდა და დოკუმენტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევა წარმოადგენს პირველ სერიოზულ საქმიან დოკუმენტს, რომლიც შეთავაზებული იქნება საზოგადოებისთვის, საკითხით დაინტერესებული წევრებისთვის და სფეროში ჩართული ყველა რგოლის მომხმარებლისთვის. ამასთან, მიეწოდება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ბიზნესის წარმომადგენლებს, საავტორო და შემსრულებელ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, დიპლომატიური კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებითაც.